Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ისევ გაიხსნა სკოლა, რომელშიც ექსტრემისტებმა 135 ბავშვი დახოცეს


პაკისტანში ისევ გაიხსნა სკოლა, რომელშიც 16 დეკემბერს თალიბების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 142 ადამიანი, მათ შორის 135 ბავშვი. მოსწავლეები 12 იანვარს დაბრუნდნენ არმიის ამ საჯარო სკოლაში, ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ. სკოლაში, რომელიც ქალაქ ფეშავარში მდებარეობს, უშიშროების მკაცრ ზომებს მიმართავენ. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები პაკისტანის დანარჩენ სკოლებშიც. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, რომელიც ანონიმი ოფიციალური პირის განცხადებას ეყრდნობა, ფეშავარში საჯარო სკოლების გარშემო ორნახევარმეტრიან კედლებს აღმართავენ. ასობით მოხალისე მონაწილეობს მოსწავლეების უსაფრთხოების გასაუმჯობესებელ ზომებში.

XS
SM
MD
LG