Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პარიზში გაემგზავრება ექსტრემიზმთან ბრძოლაზე სასაუბროდ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი აცხადებს, რომ ამ კვირაში პარიზში გაემგზავრება გასული კვირის ტერაქტების შემდეგ ექსტრემისტების ძალადობასთან დაპირისპირების საკითხზე ფრანგ ოფიციალურ პირებთან მოსალაპარაკებლად. კერიმ დღეს, ინდოეთში ვიზიტისას თქვა, რომ 15 იანვარს ჩავა პარიზში. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მაღალი რანგის ოფიციალური პირი არ გაუგზავნია პარიზში 11 იანვრის ერთიანობის მარშზე დასასწრებად. აქციაში მონაწილეობდა მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის ათობით ქვეყნის ლიდერები. კერის განმარტებით, როცა მან შეიტყო, რომ პარიზში აქცია იგეგმებოდა, თავის გუნდს ჰკითხა, როდის შეძლებდა, თავისი განრიგიდან გამომდინარე, ყველაზე მალე ჩასულიყო საფრანგეთში. პარიზში ვიზიტისას, კერი შეხვდება ფრანგ კოლეგა ლორან ფაბიუსს და პატივს მიაგებს ტერაქტების შედეგად დაღუპული 17 ადამიანის ხსოვნას.

XS
SM
MD
LG