Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე, ვიქტორ იანუკოვიჩზე


ინტერპოლმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი შეიყვანა იმ პირთა სიაში, რომლებზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ინტერპოლის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციით, იანუკოვიჩს ეძებენ ქონების უკანონოდ მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებების საფუძველზე. იანუკოვიჩი 2014 წლის თებერვალში გაიქცა უკრაინიდან რუსეთში, კიევში საპროტესტო აქციების ფონზე. უკრაინის მთავრობის განმარტებით, ინტერპოლის მიერ ძებნის გამოცხადება, ნებისმიერ პოლიციას აძლევს იანუკოვიჩის დაკავების შემთხვევაში უკრაინისათვის მისი გადაცემის უფლებას.

XS
SM
MD
LG