Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში იმართება ოთხმხრივი შეხვედრა უკრაინაში კონფლიქტის შესახებ


ბერლინში იმართება უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, უკრაინაში კრიზისის მოგვარების გზების განსახილველად. შეხვედრის ფონს ქმნის გააქტიურებული დიპლომატიური ძალისხმევა. პარიზში 11 იანვარს გაიმართა გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერების ხანმოკლე შეხვედრა. ხოლო როგორც 12 იანვარს მოსკოვში განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა, რუსეთი მოელის, რომ ბერლინის შეხვედრა სტიმულს მისცემს მინსკში მიღწეული შეთანხმების სრულად განხორციელებას. ამ განცხადებით ლავროვმა მიანიშნა მინსკში 5 სექტემბერს ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობისაკენ მიმართულ ზომებს. მაგრამ ეს შეთანხმება თითქმის ყოველ დღე ირღვევა.

XS
SM
MD
LG