Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში პოლიტიკური კლიმატი არ გაუმჯობესებულა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა არ გაუმჯობესებულა პოლიტიკური კლიმატი. ამის შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა 12 იანვარს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, ტაავი რიივასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, ტაავი რიივასმა დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა. საქართველოში ესტონეთის მთავრობის ორდღიანი ვიზიტის გეგმა ითვალისწინებს ასევე პრემიერ-მინისტრ რიივასის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. თბილისში ესტონეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას გაიმართება ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმიც.

XS
SM
MD
LG