Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონში სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის რუსი მესაზღვრე


გალის რაიონში სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის რუსი მესაზღვრე და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. ამის შესახებ იუწყება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ დე ფაქტო რესპუბლიკის შინგან საქმეთა მინისტრის, რაულ ლოლუასაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, ღამით ბანდიტებმა გალის რაიონში მოიტაცეს ადგილობრივი მოსახლე, რომელმაც გაქცევა შეძლო და მომხდარის შესახებ შეატყობინა სამართალდამცველებს. თავდამსხმელების დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, დაიღუპა რუსი მესაზღვრე და უშიშროების სამსახურის თანამშრომელი. „ტასი“ იუწყება ასევე, რომ „განადგურებლ იქნა ბანდფორმირების სამი წევრი“, ხოლო დანარჩენმა თავდამსხმელებმა გაქცევა შეძლეს.

XS
SM
MD
LG