Accessibility links

logo-print

რუსი ჯარისკაცი ეჭვმიტანილია გიუმრიში ექვსი კაცის მკვლელობაში


საგამოძიებო უწყების ცნობით, რუსი ჯარისკაცი ეჭვმიტანილია გიუმრიში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის ექვსი წევრის, მათ შორის ორი წლის გოგოს დახოცვაში. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ექვსი თვის ბავშვი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დახოცილები ავეტისიანების ოჯახში 12 იანვარს აღმოაჩინეს ქალაქ გიუმრიში, სადაც 3 ათასკაციანი რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა იმყოფება. გამომძიებელთა წინასწარი ინფორმაციით უდანაშაულო ადამიანები კალაშნიკოვის ტიპის ავტომატით დახოცა ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა, რომელმაც მანამდე უკანონოდ დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია. რუსეთიდან სამხედრო მაღალჩინოსანთა დელეგაცია გაემგზავრა გიუმრში მომხდარი მკვლელობის მიზეზების გამოსაძიებლად.

XS
SM
MD
LG