Accessibility links

logo-print

პენტაგონი ადასტურებს „კიბერ ხალიფატის“ ჰაკერულ შეტევას


პენტაგონმა დაადასტურა ცენტრალური სამხედრო სარდლობის წარმომადგენელთა „იუტუბისა“ და „ტვიტერის“ ანგარიშების დროებითი გათიშვა იმ კიბერ თავდასხმის შედეგად, რაც ექსტრემისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ჰაკერებმა განახორციელეს. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შემთხვევას "შემაშფოთებლით“ უწოდა, თუმცა დასძინა, რომ „იგი არ წარმომადგენს საფრთხეს“. ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს კიბერ ხალიფატს უწოდებს, 12 იანვარს „სენტკომ ტვიტერის“ საშუალებით გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ „კიბერ ხალიფატი აგრძელებს კიბერ ჯიჰადს უზენაესის სახელით.“ ცნობაში მითითებულია აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების ონლაინ მისამართები და ის სავარაუდო სამხედრო გეგმები, რომლებიც აშშ-ს შემუშავებული აქვს ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. კიბერ ჯიჰადისტთა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ შეაღწიეს გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემთა ბაზაში და მთელი აშშ-ს მასშტაბით გეგმავს კიბერ თავდასხმებს FBI-ის წევრთა ოჯახებსა და ოფისებზე.

XS
SM
MD
LG