Accessibility links

logo-print

ჭიკაიძემ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართვა გაავრცელა


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ახალ წელს ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარება სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მთავარ პრიორიტეტად დარჩება. „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კოორდინირებული რეაგირების მიზნით გადავამზადეთ თანამშრომლები. ძალადობის შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირებისთვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან გამოიყო ორ–ორი თანამშრომელი - ქალი და მამაკაცი“ - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ჩამოთვლილია სხვა ღონისძიებები, რომლებიც სამინისტრომ გაატარა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG