Accessibility links

logo-print

ომბუდსმენი კანონპროექტს აკრიტიკებს


სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, რომ ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის შემოთავაზებულ ცვლილებას, რომლის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებების ჩხრეკისა და ამოღების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებისას გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება. საქართველოს სახალხო დამცველი არ იზიარებს კანონპროექტში მითითებულ მოსაზრებას, რომ შემოთავაზებული ცვლილება მხოლოდ უზუსტობის აღმოფხვრას ემსახურება. „მიგვაჩნია, რომ წერილობითი დადგენილების ვალდებულების ამოღება კიდევ უფრო ფორმალურს გახდის გადაუდებელი აუცილებლობის გამომწვევი გარემოებების დასაბუთებას და ხელს არ შეუწყობს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტანდარტს წარმოადგენს", - მიიჩნევს სახალხო დამცველი.

XS
SM
MD
LG