Accessibility links

კერი: პაკისტანი უნდა შეებრძოლოს ექსტრემისტებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი პაკისტანს მოუწოდებს შეებრძოლოს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ ქვეყანას, რეგიონს და აშშ-ს. კერი ამ განცხადებებით გამოვიდა ისლამაბადში, 13 იანვარს, ეროვნული უშიშროების საკითხებში პაკისტანის ხელისუფლების მრჩეველთან, სართაი აზიზთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. კერიმ „მნიშვნელოვანი“ უწოდა შედეგებს, რომლებიც მოიტანა პაკისტანის მიერ ერთი თვის განმავლობაში წარმოებულმა სამხედრო კამპანიამ ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. თუმცა, მისი თქმით, ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლა რთულია და მისი დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.

XS
SM
MD
LG