Accessibility links

logo-print

გერმანიაში ისლამის საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო აქციები იმართება


ისლამის მოწინააღმდეგე ათასობით დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა 12 იანვარს გერმანიის ქალაქ დრეზდენში გამართულ აქციაში - ისინი აცხადებდნენ, რომ გასულ კვირაში პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა ამტკიცებს, რომ მათი პოზიცია სწორია. დემონსტრაციის ფონია კანცლერ ანგელა მერკელის განცხადება, რომ „ისლამი გერმანიის ნაწილია.“ მემარჯვენე ჯგუფი საკუთარ თავს უწოდებს „დასავლეთის ისლამიზაციის მოწინააღმდეგე პატრიოტ ევროპელებს“, მათი სახელის მოკლე ფორმაა PEGIDA. ჯგუფმა დემონსტრაციები გამართა დრეზდენში და გერმანიის სხვა ქალაქებში, რითიც უგულებელყო გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწოდება პარიზის თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად გაუქმებულიყო აქციები. დემონსტრანტები გერმანიის დროშებს აფრიალებდნენ, ბევრს შავი ლენტი ეკეთა და ხელში ეჭირა აბრა „მე ვარ შარლი“ - რითიც ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ პარიზში გამომავალი, სატირული ჟანრის ჟურნალზე, „შარლი ებდოზე“ მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთ. 12 იანვარს გერმანიის სხვა ქალაქებში ამ აქციების საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაიმართა, რომლებიც მონაწილეთა რაოდენობით აჭარბებდა ანტი-ისლამურ აქციებს. მერკელი და მისი მთავრობის წევრთა უმრავლესობა 13 იანვარს გეგმავენ შეუერთდნენ მუსლიმური თემის აქციას, რომელიც ბერლინში გაიმართება, რელიგიური შემწყნარებლობის მოწოდებით.

XS
SM
MD
LG