Accessibility links

საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ უკრაინის კრიზისზე


უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ შესძლეს შეთანხმება იმ სამიტის პირობებზე, რომელიც მიმდინარე კვირაში, ყაზახეთში უნდა გაიმართოს, უკრაინაში კრიზისის განმუხტვის გზების გამონახვის მიზნით. ამ განცხადებით გამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ბერლინში ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელებული მოლაპარაკების შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა „ძალიან ღიად“ გაცვალეს თავიანთი მოსაზრებები, თუმცა შედეგის მიღწევა ვერ შესძლეს. შტაინმაიერის თქმით, მიმდინარე კვირაში სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც განსხვავებული პოზიციების შეჯერებას შეეცდებიან.

XS
SM
MD
LG