Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი დასავლეთს ფარისევლობაში ადანაშაულებს


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარ თავდასხმაზე მსოფლიოს რეაქცია ისლამოფობიას შეიცავდა. „დასავლეთის ფარისევლობა ადვილი დასანახიაო“, განაცხადა მან 12 იანვარს, პალესტინელთა პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთში. „ჩვენ მუსლიმები ვართ და არასოდეს გადავსულვართ ტერორიზმის მხარეს, მკვლელობების მხარეს. ამ მკვლელობათა უკან დგას რასიზმი, სიძულვილის ენა და ისლამოფობია“ - განაცხადა ერდოანმა. კრიტიკის სამიზნე გახდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუც - ერდოანმა ის გააკრიტიკა პარიზში ერთიანობის დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის. ერდოანის განცხადებით, ის სახელმწიფო ტერორიზმს ახორციელებს ღაზაში 2,500 ადამიანის დახოცვით. ამასთან, ერდოანის მინიშნებით, თავდასხმები, რომლებსაც საერთო ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა, წარმოადგენდა საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურების მარცხს, რადგან ეჭვმიტანილებმა ახლახან მოიხადეს სასჯელი ციხეში.

XS
SM
MD
LG