უკრაინის მთავრობის ცნობით, სულ მცირე ათი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 16-ზე მეტი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ავტობუსს ჭურვი მოხვდა. ინციდენტი მოხდა უკრაინის სამხედრო-გამშვებ პუნქტზე, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებული ქალაქ დონეცკიდან 35 კილომეტრის მოშორებით. სამხედრო უწყების ცნობით, სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ აფეთქებას, რომელიც „გრადის“ ტიპის ჭურვმა გამოიწვია. სეპარატისტული, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკა უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას და აცხადებს, რომ მთავრობის გამშვები პუნქტი სცდება მათ საარტილერიო რადიუსს.
ყველაზე პოპულარული
1