Accessibility links

logo-print

ძალაში დარჩა დადგენილების გამოტანის ვალდებულება ამოღების ან ჩხრეკის წინ


ძალაში დარჩა გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ვალდებულება ჩხრეკა-ამოღების პროცედურების განხორციელებისას, გადაუდებელი აუცილებლობის დროს. ამ თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსში არაფერი შეიცვლება და პროცედურები არ განხორციელდება მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე, როგორც ამას ითვალისწინებდა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი. ეს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული შენიშვნების მოსმენის შემდეგ მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო თანასწორობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილავდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. სხდომამდე ცვლილებების პროექტი გააკრიტიკა საქართველოს სახალხო დამცველმა - მან უარყოფითად შეაფასა 120-ე მუხლის შემოთავაზებული ცვლილება, რომლის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებების ჩხრეკისა და ამოღების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებისას გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნებოდა.

XS
SM
MD
LG