Accessibility links

logo-print

მიწას მიაბარეს პარიზში თავდასხმის შედეგად დაღუპული შვიდი ადამიანი


13 იანვარს მიწას მიაბარეს შვიდი დაღუპული იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც გასულ კვირაში პარიზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს ემსხვერპლა. პარიზში პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მიაგო პატივი სამი პოლიციელის ხსოვნას, რომლებიც ისლამისტებმა დახოცეს. „საფრანგეთი არასოდეს მოუხრის ქედს“ ამგვარ თავდასხმებსო, განაცხადა ოლანდმა. პრეზიდენტმა სიკვდილის შემდეგ მიანიჭა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი, სამ დაღუპულ ოფიცერს - ფრანკ ბრინსოლაროს, აჰმედ მერაბეტს და კლარისა ჟან-ფილიპს. მათი კუბოები საფრანგეთის დროშაში იყო გახვეული. ოფიცრები იმისთვის დაიღუპნენ, რომ ჩვენ თავისუფლებაში შეგვეძლოს ცხოვრებაო - განაცხადა ოლანდმა. ორი პოლიციელი, ბრინსოლარო და მერაბეტი, მოკლეს 7 იანვარს, სატირული ჟანრის ყოველკვირეულ ჟურნალზე, „შარლი ებდოზე“ მიტანილი იერიშის დროს.

XS
SM
MD
LG