Accessibility links

logo-print

„შარლი ებდოზე“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ალ-ყაიდის დანაყოფმა იემენში


გავრცელებული ცნობებით, ფრანგულ სატირულ ჟურნალზე, „შარლი ებდოზე“ გასულ კვირაში მიტანილ იერიშზე პასუხისმგებლობა იკისრა იემენში განთავსებულმა ალ-ყაიდის დანაყოფმა. ეს ვიდეოთი გავრცელებულ შეტყობინებაში ითქვა, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ თავდამსხმელებს იერიშის მიტანის ბრძანება მიეცათ წინასწარმეტყველ მუჰამედისთვის შურისძიების მიზნით. შეიარაღებულმა პირებმა 7 იანვარს დახოცეს ჟურნალის რედაქციის წევრთა დიდი ნაწილი, რითიც საფრანგეთში დაიწყო სამდღიანი ტერორი, რომელსაც სულ 17 ადამიანი ემსხვერპლა მანამ, სანამ ექსტრემისტ ისლამისტებს უსაფრთხოების ძალები გაანადგურებდნენ. წინასწარმეტყველის კარიკატურების დაბეჭდვის გამო ჟურნალი მუქარის შეტყობინებებს იღებდა. 14 იანვარს საგაზეთო ჯიხურებთან გრძელი რიგები დგას, მკითხველი ყიდულობს „შარლი ებდოს“ ახალ ნომერს. ჟურნალის ყდაზე გამოსახულია წინასწარმეტყველი მუჰამედი, რომელსაც ცრემლი ჩამოსდის და ხელში უჭირავს აბრა „მე ვარ შარლი“, კარიკატურის სათაურია „ყველაფერი ნაპატიებია“.

XS
SM
MD
LG