Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება „შარლი ებდოს“ ახალი ნომრის 3-მილიონიანი ტირაჟით გაყიდვა


14 იანვარს მსოფლიოს გარშემო იწყება სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ ახალი ნომრის 3 მილიონიანი ტირაჟით გაყიდვა, ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც ჟურნალის პარიზის ოფისზე ისლამისტმა ტერორისტებმა მიიტანეს იერიში. ჟურნალის ყდაზე გამოსახულია წინასწარმეტყველი მუჰამედი, რომელსაც ცრემლი ჩამოსდის და ხელში უჭირავს აბრა „მე ვარ შარლი“, კარიკატურის სათაურია „ყველაფერი ნაპატიებია“. ჟურნალის თანამშრომლის, ზინებ ელ რაზოუს განცხადებით, ყდა ამბობს, რომ ჟურნალისტები ექსტრემისტებს პატიობენ თავდასხმას. იერიშს გადარჩენილმა ჟურნალისტებმა, რომლებიც თავს დროებით აფარებენ სხვა ოფისებს, ახალი ნომრის 3 მილიონი ეგზემპლარი დაბეჭდეს - რაც 50-ზე მეტჯერ აჭარბებს მათთვის ჩვეულ ტირაჟს. ნომერი ექვს ენაზე ითარგმნა, მათ შორის არაბულზე და 25 ქვეყანაში გაიყიდება.შეიარაღებულმა პირებმა ჟურნალის პარიზის ოფისზე იერიში 7 იანვარს მიიტანეს და 12 ადამიანი იმსხვერპლეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს იყო შურისძიება წინასწარმეტყველისთვის - რაც, როგორც ჩანს, გულისხმობდა ჟურნალის მიერ წარსულში დაბეჭდილ მუჰამედის კარიკატურებს.

XS
SM
MD
LG