Accessibility links

logo-print

ევროკავშირი და ვაშინგტონი გმობენ მზარდ ძალადობას აღმოსავლეთ უკრაინაში


ევროკავშირმა და აშშ-მა დაგმეს მზარდი ძალადობა აღმოსავლეთ უკრაინაში, მას შემდეგ, რაც სულ მცირე 11 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა ავტობუსის აფეთქებას. ეს ყველაზე სისხლიანი ინციდენტი იყო ბოლო თვეების განმავლობაში. უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით, ავტობუსი მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქ დონეცკიდან მიემგზავრებოდა 13 იანვარს, როცა პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ ნასროლი ნაღმი მოხვდა. სეპარატისტების ლიდერებმა უარყვეს ინციდენტში მონაწილეობა. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მარი ჰარფმა „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ დადებული პირობების მორიგ უხეშ დარღვევად“ შეაფასა ავტობუსზე თავდასხმა და ბრძოლა დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მზარდი ძალადობა აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სექტემბერში, მინსკში მიღწეული საზავო შეთანხმების დაცვის მნიშვნელობას. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ დაგმო ავტობუსზე თავდასხმა და განაცხადა, რომ მეამბოხეები პასუხს აგებენ დაღუპულთა გამო.

XS
SM
MD
LG