Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს


ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე გამოსახულია, როგორ კლავს პატარა ბიჭი ორ კაცს, რომლებიც, დაჯგუფების წევრების თქმით, რუსეთის ჯაშუშები არიან. შვიდწუთიან ვიდეოში თავდაპირველად მიმდინარეობს დატყვევებული ადამიანების დაკითხვა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სირიაში მოქმედ დაჯგუფებაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დავალებით შეაღწიეს. ორივე კაცი რუსულად ლაპარაკობს, ერთ-ერთი ამბობს, რომ ყაზახეთიდანაა. ვიდეო ბიჭის კადრით მთავრდება. ის მუხლებზე მდგარ კაცებს კეფაში გასროლით კლავს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ვიდეოჩანაწერზე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG