Accessibility links

logo-print

დევნილებისთვის ბინების გადაცემა იწყება


თბილისში 14 იანვრიდან ახალაშენებულ სახლებში განსახლების მსურველი დევნილების განაცხადების მიღება დაიწყება. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სამინისტრომ ჩინური კომპანია "ჰუალინგ ჯგუფისგან" გამოისყიდა 598 ბინა, რომლებსაც დევნილებს საკუთრებაში გადასცემს. 14 იანვრიდან სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს განაცხადების მიღებას აღნიშნულ ბინებში განსახლების მსურველი დევნილებისათვის. განაცხადების მიღება 2015 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება და დევნილ ოჯახებს ბინები 2015 წლის აგვისტოში გადაეცემათ.

XS
SM
MD
LG