Accessibility links

logo-print

წულუკიანი: საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა დაისჯება


საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული შესაბამისი ცვლილება უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის შემთხვევაში ეხება როგორც სირიასა და ერაყში, ისე უკრაინაში მებრძოლებს. წულუკიანის თქმით, ის წელიწადნახევრის წინ იმყოფებოდა პანკისში, სადაც შეხვდა უხუცესებს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც წუხილი გამოთქვეს, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ცდუნებას წამოეგება და ტერორიზმით ინტერესდება.

XS
SM
MD
LG