Accessibility links

logo-print

უკრაინა რუსეთისგან ითხოვს იანუკოვიჩისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების გადაცემას


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთისგან მოითხოვს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და სხვა ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსნების გადაცემას. ამის შესახებ უკრაინის შსს მინისტრმა როიტერთან ინტერვიუში განაცხადა. ინტერპოლმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა გამოაცხადა ერთი წლის შემდეგ, რაც ის უკრაინიდან მეზობელ რუსეთში გაიქცა. იანუკოვიჩს უკრაინის სამართალდამცავები მილიონობით დოლარის მითვისებაში ადანაშაულებენ.

XS
SM
MD
LG