Accessibility links

logo-print

იაპონიის ხელისუფლება რეკორდულ მაჩვენებლამდე ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს


იაპონიის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა სახელმწიფო ბიუჯეტის ახალ პროექტს, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის ბიუჯეტი რეკორდული მოცულობით, 42 მილიარდი დოლარით გაიზარდა. 2.8 %-ით სამხედრო ხარჯების ზრდა ემთხვევა გადაუჭრელ კამათს ჩინეთთან აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულების სტატუსთან დაკავშირებით. ტოკიოს გეგმებში შედის საპატრულო საშუალებების, სტრატეგიული დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების, გამანადგურებლების და სხვა სამხედრო ტექნიკის შეძენა. ზაფხულში იაპონიის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ქვეყნის კონსტიტუციის ცვლილებას, რომელიც იაპონიის ჯარს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოვოს მოქმედების სფერო გლობალურ არენაზე. დოკუმენტის თანახმად, შეიარაღებული ძალები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მოკავშირეების დასახმარებლად იაპონიის ფარგლებს გარეთ. ტოკიოს ამ გადაწყვეტილებამ პეკინის აღშფოთება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG