Accessibility links

აშშ-ის კონგრესის სპიკერი მუქარის მსხვერპლი გახდა


აშშ-ის შტატ ოჰაიოში, ერთ-ერთი ქანთრის კლუბის ბარმენს, რომლის წევრიცაა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი, წაუყენეს ბრალი, რომ ის სპიკერს დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა წყაროებმა გაავრცელეს. საბრალდებო დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცინცინატის მცხოვრები მაიკლ ჰოიტი ჯონ ბაინერის კოქტეილში საწამლავის ჩაყრით იმუქრებოდა. ბარმენი ფსიქიკური აშლილობით დროებით არის მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში. პოლიციელის განცხადებით, ბარმენმა მასთან საუბარში აღიარა, რომ ის აპირებდა სპიკერის მოკვლას, რადგან მას ეკისრება პასუხისმგებლობა მომაკვდინებელი ვირუსის, ებოლის ეპიდემიისთვის. მას ჩამოართვეს ავტომატური პისტოლეტი beretta, რომლის მეშვეობითაც ის აპირებდა სპიკერის მოკვლას. პოლიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრალდებული ჯონ ბეინერის სიცოცხლისთვის საფრხეს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG