Accessibility links

logo-print

აშშ-ის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს ბირთვულ პროგრამაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა 14 იანვარს ჟენევაში შეხვედრა გამართეს და განიხილეს თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები. ერთი დღის შემდეგ ჟენევაში შედგებამოლაპარაკებათა ახალი რაუნდი ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის. მოლაპარაკებების მიზანია გზების გამონახვა თეირანის ბირთვული მისწრაფებების გამო 12 წლის განმავლობაში არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით. შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას ზარიფმა შეხვედრას „მნიშვნელოვანი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის გამოაჩენს ორი მხარის მზაობას წინსვლისთვის, რათა დაჩქარდეს პროცესი. თუმცა მან სიფრთხილით შეაფასა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეები დათქმულ ვადამდე, 1 ივლისამდე მიაღწევენ მასშტაბურ შეთანხმებას. შეთანხმება, რომლის მიღწევასაც ცდილობენ, ირანს ეტაპობრივად მოუხსნის დაწესებულ სანქციებს იმის სანაცვლოდ, რომ თეირანი რეალურად შეამცირებს ურანის გამდიდრების პროგრამას, რათა მან ბირთვული იარაღის შექმნა ვერ შესძლოს. თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG