Accessibility links

logo-print

კონგრესმენი აზერბაიჯანს მოუწოდებს გაათავისუფლოს პატიმარი ჟურნალისტი


აშშ-ის კონგრესმენი აზერბაიჯანს მოუწოდებს გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა და აკრიტიკებს მძლავრ ზეწოლას რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროზე. 13 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში რესპუბლიკელი კონგრესმენი, დანა რორბაკერი ამბობს, რომ გასულ თვეში ისმაილოვას დაკავება და შემდეგ რადიო თავისუფლების ბიუროში განხორციელებული რეიდი წარმოადგენს აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც ემსახურება თავისუფალი მედიის და საჯარო დისკურსის შეზღუდვას. რორბაკერი, რომელიც ხელმძღვანელობს ევროპის, ევრაზიის და ახალი საფრთხეების ქვეკომიტეტს, ამბობს, რომ ისმაილოვას გათავისუფლება იქნებოდა „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და ნიშანი, რომ აზერბაიჯანს დადებითი მიზნები ამოძრავებს.“ ისმაილოვა გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობს. 5 დეკემბერს მას ორი თვით მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა, თვითმკვლელობის მცდელობის გამოწვევაში ეჭვის გამო. მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. ბაქოს მიერ აქტივისტებზე და მედიაზე განხორციელებული ზეწოლის გამო აშშ-ის სხვა ოფიციალურ პირებსაც აქვთ გამოთქმული შეშფოთება.

XS
SM
MD
LG