Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსური სადგურის რუსულ მოდულში გადაიყვანეს


საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოხდა NASA-ს სეგმენტიდან ამერიკელი ასტრონავტების ევაკუაცია და მათი გადაყვანა რუსულ მოდულში მას შემდეგ, რაც ამერიკულ სეგმენტში გაჩნდა გაგრილების სისტემასთან დაკავშირებული საფრთხე. აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, უზრუნველყოფილია ეკიპაჟის ექვსივე წევრის უსაფრთხოება. კოსმოსის კვლევის ამერიკული სააგენტოს პრესმდივანი, მაიკ კიური იუწყება, რომ ასტრონავტების ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა სიგნალიზაცია, რომელიც მიუთითებდა გაგრილების სისტემიდან ამიაკის გაჟონვაზე. მაგრამ, ასევე კიურის თქმით, ჩატარებული შემოწმების საფუძველზე, NASA-ს თანამშრომლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ განგაში გამოიწვია სენსორის ხარვეზმა. ამის მიუხედავად, ეკიპაჟი აპირებს სამუშაო დღის დასრულებამდე დარჩეს კოსმოსური ხომალდის რუსულ სეგმენტში და იქვე გაატაროს ღამე. საერთაშორისო კოსმოსური სადგური მოძრაობს ორბიტაზე დედმიწიდან 400-მდე კილომეტრში.

XS
SM
MD
LG