Accessibility links

logo-print

სერგეენკო: საარსებო მინიმუმის გამოთვლას მეთოდოლოგიის ცვლილების გარეშე აზრი არ აქვს


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მეთოდოლოგიის ცვლილების გარეშე საარსებო მინიმუმის რეკალკულაცია არარეალურ სურათს დახატავს. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმის განსაზღვრა დინამიკური და საპასუხისმგებლო საკითხია, და ის მალე გადაზომილი იქნება დაზუსტებული მეთოდოლოგიით. დავით სერგეენკომ ასევე განაცხადა, რომ დღეს არსებული მეთოდოლოგიით გადათვლისას აღმოჩნდება, რომ საარსებო მინიმუმი დღეს უფრო დაბალია, ვიდრე იყო აქამდე, რადგან მას გამოაკლდება ჯანდაცვაში გადასახადები და სხვა პარამეტრები.

XS
SM
MD
LG