Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გლოვობენ ავტობუსზე თავდასხმის მსხვერპლს


უკრაინაში გლოვის დღეა აღმოსავლეთ უკრაინაში ავტობუსზე თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. 13 იანვარს, ქალაქ ვოლნოვახასთან სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი. კიევი რუსეთის მომხრე სეპარატისტებს ადანაშაულებს იერიშში, მაგრამ მეამბოხეები უარყოფენ ამ ბრალდებას. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა 14 იანვარს მოუწოდა მსოფლიოს, ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადოს რუსეთის მომხრე სეპარატისტები. ავტობუსზე თავდასხმა დაგმო გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელიც გამოდის მოწოდებით, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ მასზე პასუხისმგებელი პირები. აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის მატებას გმობენ ევროკავშირი და აშშ.

XS
SM
MD
LG