Accessibility links

logo-print

სომხეთში დემონსტრანტებმა მოითხოვეს რუსი ჯარისკაცის სომხეთში გასამართლება


სომხეთში ასობით ადამიანი შეიკრიბა აქციებზე რუსეთის სამხედრო ბაზასთან და რუსეთის საკონსულოსთან და მოითხოვა, რომ სომხეთში გასამართლდეს ექვსი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცი. სომხეთის პოლიციის ცნობით, ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა, რომელიც გიუმრის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, აღიარა ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრის მკვლელობა. მოკლულებს შორის არის ორი წლის ბავშვი. პერმიაკოვი რუსული ბაზის სარდალს გადასცეს მას შემდეგ, რაც ის რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 13 იანვარს, სომხეთ-თურქეთის საზღვარზე. სომხეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, პერმიაკოვს რუსეთი გაასამართლებს, რადგან რუსეთის კონსტიტუციით, რუსეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ იქნა დაკავებული, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ქვეყანას, იქ გასასამართლებლად.

XS
SM
MD
LG