Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ისევ დაასახელეს ქარიმოვის კანდიდატურა


უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ისევ დაასახელეს მოქმედი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის კანდიდატურა. ეს ნაბიჯი გადადგეს მისმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ და მეწარმეთა და ბიზნესმენთა მოძრაობამ. არჩევნები 29 მარტს გაიმართება. ქარიმოვი, რომელსაც ამ თვეში 77 წელი შეუსრულდება, უკვე 25 წელია, მართავს უზბეკეთს. ბოლოს ის 2007 წელს აირჩიეს კენჭისყრაში, რომელსაც, უცხოელი მეთვალყურეების დასკვნით, არ დაუკმაყოფილებია დემოკრატიული სტანდარტები „მკაცრად გაკონტროლებული პოლიტიკური გარემოს“ გამო, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობდა რეალური ოპოზიცია. 2011 წელს უზბეკეთში მიიღეს კანონი, რომელმაც შვიდიდან ხუთამდე შეამცირა პრეზიდენტობის ვადების მაქსიმალური რაოდენობა.

XS
SM
MD
LG