Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანსუა ოლანდი პირობას დებს, რომ საფრანგეთი ყველა რელიგიას დაიცავს


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პირობას დებს, რომ საფრანგეთი ყველა რელიგიას დაიცავს. ამ თემაზე მან ისაუბრა 15 იანვარს პარიზში, არაბული სამყაროს ინსტიტუტში გამოსვლისას. გასულ კვირაში ისლამისტმა ექსტრემისტებმა 17 ადამიანი დახოცეს პარიზში მოწყობილი თავდასხმებისას. ოლანდის აზრით, მუსლიმები არიან „ფანატიზმის, ფუნდამენტალიზმისა და შეუწყნარებლობის" მთავარი მსხვერპლი. მანვე საფრანგეთის მკივდრე არაბებს მადლობა გადაუხადა თავდასხმების შემდეგ გამოვლენილი სოლიდარობისათვის. 11 იანვარს საფრანგეთში მილიონობით ადამიანმა მიაგო პატივი მსხვერპლის ხსოვნას. თავდასხმებისას, ყველაზე მეტი ადამიანი, 12 კაცი დაიღუპა 7 იანვარს სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმისას. 14 იანვარს საფრანგეთში სწრაფად გაიყიდა „შარლო ებდოს“ ახალი ნომერი.

XS
SM
MD
LG