Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება ადასტურებს უკრაინაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს


საქართველოს საგარეო უწყება ადასტურებს ცნობას, რომ უკრაინაში, დონეცკის ოლქში შეტაკებებისას დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, 30 წლის შალვა ბუხაიძე. საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც 15 იანვარს დაადასტურა მანამდე გავრცელებული ცნობები, არ დაუზუსტებია, რომელ მხარეს იბრძოდა ბუხაიძე. აღმოსავლეთ უკრაინაში ერთმანეთს უპირისპირდებიან უკრაინის მთავრობის ჯარები და რუსეთის მომხრე სეპარატისტები. უკრაინისა და ნატოს განცხადებით, სეპარატისტები პირდაპირ სამხედრო დახმარებას იღებენ რუსეთიდან.

XS
SM
MD
LG