Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: წელს მთავრობის "მთავარი გამოწვევაა საქართველოში С ჰეპატიტის სრული დაძლევა"


საქართველოს მთავრობა 2015 წელს C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად აცხადებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბარი შეეხო პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ მკურნალობას, მედიკამენტების მიწოდებას და სწორ დიაგნოსტიკას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ С ჰეპატიტი წლების მანძილზე იყო დაუძლეველი პრობლემა საქართველოში: „წელს ჩვენი მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა არის საქართველოში C ჰეპატიტის სრული დაძლევა, სრული ელიმინაცია იქნება და ამიტომაც 2015 წელს ვაცხადებთ C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობა უფასოა, ხოლო სამოქალაქო სექტორში 1 295 პაციენტს 2014 წლის 1 ივლისიდან 60%-ანი ფასდაკლებით შეუძლია საჭირო მედიკამენტების შეძენა. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით, 60%-ანი ფასდაკლება 2 წლის განმავლობაში 10 000 პაციენტზეა გათვლილი.

XS
SM
MD
LG