Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები საჭიროდ მიიჩნევენ კონსულტაციებს უზენაესი სასამართლოს თვამჯდომარის კანდიდატურაზე


საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შესთავაზეს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად. პრეზიდენტთან 15 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ საუბარი არ ყოფილა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოტენციურ კანდიდატზე: „შესაძლებელია შეიქმნას რაღაც საკონსულტაციო ორგანო, ვთქვათ მრჩეველთა საბჭო, რომელიც შეისწავლის კანდიდატების გასულ საქმიანობას, შეაფასებს კრიტერიუმებთან შესაბამისობას ამ კანდიდატების და პრეზიდენტს მიმართავს თავისი რეკომენდაციებით კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით“, განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ“. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პროფესიონალიზმთან და პრინციპულობასთან ერთად მოეთხოვება მაქსიმალური თავისუფლება პოლიტიკური გავლენისაგან. ამჟამინდელ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს მომავალ თვეში, 23 თებერვალს ამოეწურება ამ თანამდებობაზე მუშაობის ვადა.

XS
SM
MD
LG