Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დაკრძალეს ერთი ოჯახის ექვსი წევრი, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსმა ჯარისკაცმა დახოცა


სომხეთის ქალაქ გიუმრში ასობით ადამიანი დაესწრო ერთი ოჯახის ექვსი წევრის დაკრძალვას. გამომძიებლების თანამხად, ექვსივე დახოცა რუსმა ჯარისკაცმა, ვალერი პერმიაკოვმა, რომელიც გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. მოკლულებს შორის არის ორი წლის ბავშვი.15 იანვარს ერევანში რუსეთის საელჩოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმაც რუსეთის დროშის დაწვა სცადეს. დაკავებულ იქნა ორი დემონსტრანტი, მათ შორის კინორეჟისორი ტიგრან ხზმალიანი. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა აღიარა, რომ 12 იანვარს მოკლა ექვსი ადამიანი მას შემდეგ, რაც სამხედრო ბაზიდან გაიქცა. ის 13 იანვარს რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს სომხეთ-თურქეთის საზღვარზე. 14 იანვარს სომხეთში ასობით ადამიანი შეიკრიბა აქციებზე რუსეთის სამხედრო ბაზასთან და რუსეთის საკონსულოსთან და მოითხოვა, რომ ეჭვმიტანილი სომხეთში იქნეს გასამართლებული.

XS
SM
MD
LG