Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი უარყოფს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ დონეცკის აეროპორტის დაკავებას


პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მისმა შეიარაღებულმა რაზმებმა მძიმე ბრძოლების შედეგად დაიკავეს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარ ქალაქ დონეცკის საერთაშორისო აეროპორტი. მეამბოხეებმა 15 იანვარს განაცხადეს, რომ დაამყარეს კონტროლი ნანგრევებადქცეულ აეროპორტზე, რომლის თავზე სააგენტო ასოშიეიტედ პრესის კორესპონდენტებმა იხილეს სეპარატისტთა აღმართული დროშა. უკრაინის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა კი ამტკიცებს, რომ ისინი ინარჩუნებენ საკუთარ პოზიციებს დონეცკის აეროპორტში, სადაც ბრძოლების შედეგად მრავალი შენობა დანგრეულია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 14 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, დონეცკის აეროპორტის გარშემო ბრძოლას „რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მხრიდან მათ მიერ აღებული სამშვიდობო ვალდებულებების ბოლო აღმაშფოთებელი დარღვევა უწოდა.“

XS
SM
MD
LG