Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სულ მცირე ორი კაცი დაიღუპა


ბელგიის საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, სულ მცირე ორი კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთში ქალაქ ვერვიერსში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს. რამდენიმე ადამიანი დაკავებულია. თვითმხილველთა მტკიცებით, ოპერაცია რკინიგზის სადგურთან ჩატარდა, სადაც სროლისა და აფეთქების ხმები სმოდა. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციები არ ვრცელდება. სპეცოპერაცია ბელგიაში განხორციელდა, საფრანგეთის დედაქალაქში ისლამისტის ექსტრემისტების მიერ მოწყობილი ტერაქტებიდან სამი დღის შემდეგ, რასაც 17 კაცის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG