Accessibility links

23 იანვარს იგეგმება ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების რატიფიცირება


"მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო სათათბირო 23 იანვარს განახორციელებს. ამის შესახებ აღნიშნული ორგანოს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა. "22 იანვარს დსთ-ს საკითხთა კომიტეტი აპირებს შეთანხმების განხილვას წელს თავის პირველ საკომიტეტო სხდომაზე და შესთავაზებს "დუმას" 23 იანვრის სხდომაზე მისი რატიფიცირებისთვის გატანას", - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა. მისივე თქმით, შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG