Accessibility links

ბელგიაში ორი ჯიჰადისტი მოკლეს სპეცოპერაციის დროს


ბელგიაში, ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ ვერვიერსში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია სირიიდან დაბრუნებული ორი ჯიჰადისტი. ხელისუფლების სიტყვებით, მესამე ეჭვმიტანილი დაკავებულია. პროკურატურის წარმომადგენლის ერიკ ვან დერ სიპტის განცხადებით, პოლიცია თვალყურს ადევნებდა ცოტა ხნის წინ, სირიდან დაბრუნებულ ჯგუფს, რომელიც მისი სიტყვებით „ტერორისტული აქტის“ მოწყობას გეგმავდა. „როდესაც ეჭვმიტანილებთან პოლიცია ჩხრეკის ორდერით მივიდა, მათ სამართალდამცავების მისამართით ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს“, - ამბობს პროკურატურის წარმომადგენელი. მისივე ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს ბრიუსელის ერთ-ერთ რაიონში, რის შედეგადაც მოსალოდნელია ახალი დაკავებები.

XS
SM
MD
LG