Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკონსულომ საბერძნეთში მოითხოვა ინფორმაცია 23 ქართველი მეზღვაურის შესახებ


ბენინის სანაპიროსთან, ბერძნული კომპანია Western Mediterranean Shipping-ის ხუთ გემზე მყოფი 23 ქართველი მეზღვაურის შესახებ კომპანიისგან ინფორმაცია მოითხოვა საბერძნეთში საქართველოს საკონსულომ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბერძნული კომპანიის წარმომადგენლებმა საკონსულოს აცნობეს, რომ ხუთი გემიდან სამი საკვებით უკვე მომარაგებულია, ორს კი სურსათს დღის განმავლობაში მიაწვდიან. რაც შეეხება მეზღვაურთა ხელფასს და სამშობლოში მათ დაბრუნებას, ბერძნული კომპანიისგან მიღებული ინფორმაციით, შექმნილ ფინანსურ პრობლემას იანვრის ბოლომდე მოაგვარებს, რის შემდეგაც მეზღვაურებს ხელფასს გადაუხდის და უზრუნველყოფს საქართველოში მათ ეტაპობრივად დაბრუნებას. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქვეყნის ერთი მოქალაქე გემიდან DIAS-ი საავადმყოფოში გადაიყვანეს ხელის მოტეხილობის გამო, რის შემდეგაც მეზღვაური საქართველოში გაემგზავრა. საელჩოს ცნობითვე, უახლოეს ხანში სამშობლოში დაბრუნდება ამავე გემის კიდევ ერთი მეზღვაური. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბენინის სანაპიროსთან მყოფი გემიდან ASTERIS-ი გამოიყვანეს ორი ქართველი მეზღვაური, რომლებიც ამჟამად განის დედაქალაქში იმყოფებიან და მათ შესახებ ინფორმაციას განის საელჩოსგან ელის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო. ცნობა, რომ ბენინის სანაპიროსთან, ბერძნული კომპანიის კუთვნილ ხუთ გემზე საქართველოს 23 მოქალაქე უხელფასოდ და საკვების გარეშეა დარჩენილი, ამ კვირაში გავრცელდა.

XS
SM
MD
LG