Accessibility links

logo-print

რუსეთის კულტურის მინისტრმა „უაღრესად კონიუნქტურული“ უწოდა „ლევიათანს“


რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ „უაღრესად კონიუნქტურული“ უწოდა რეჟისორ ანდრეი ზვიაგინცევის ფილმ „ლევიათანს“, რომელმაც 11 იანვარს პრესტიჟული „ოქროს გლობუსი“ ერგო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის“, ხოლო 15 იანვარს კი კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე“ ნომინირებულ უცხოენოვან ფილმებს შორის დასახელდა. გაზეთ „იზვესტიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მედინსკი აცხადებს, რომ ასეთ პირქუშ ისტორიაზე ფილმის გადაღება ამერიკაშიც, საფრანგეთშიც და იტალიაშიც შეიძლებოდა. ოღონდ ასეთ შემთხვევაში ფილმის შემქმნელები ამდენ პრესტიჟულ დასავლურ ჯილდოებს ალბათ ვერ მიიღებდნენო. „უნდა ვაღიაროთ, რომ საერთაშორისო ჯილოდოებს გამოდევნებული ეს ფილმი უაღრესად კონიუნქტურულია“, - აცხადებს რუსეთის კულტური მინისტრი.

XS
SM
MD
LG