Accessibility links

logo-print

პაკისტანში მუჰამედის კარიკატურის გამო ფრანგულ საკონსულოსთან შეტაკება მოხდა


პაკისტანში რამდენიმე აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა დაგმეს ფრანგულ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოში“ გამოქვეყნებული წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა. იუწყებიან, რომ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას ჰქონდა ადგილი საპორტო ქალაქ კარაჩიში მდებარე საფრანგეთის საკონსულოს წინ, სადაც განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჯამაათ ალ ისლამის პარტიასთან დაკავშირებული ახალგაზრდა აქტივისტები. მოტირალი წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა, რომელსაც ხელთ უპყრია წარწერა „მე შარლი ვარ“ დაბეჭდილია ფრანგული სატირული ჟურნალის ბოლო გამოცემის გარეკანზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონიანიანი ტირაჟით ვრცელდება. 15 იანვარს პაკისტანის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს „შარლი ებოდოს“ მიერ ამ კარიკატურის გამოქვეყნებას.

XS
SM
MD
LG