Accessibility links

logo-print

შეიარაღებულმა პირმა სამი მძევალი აიყვანა პარიზთან ახლოს


საფრანგეთის პოლიციის ცნობით შეიარაღებულმა პირმა სამი მძევალი აიყვანა პარიზთან ახლომდებარე ერთ-ერთი ფოსტის შენობაში. პოლიციას ალყაშემორტყმული აქვს პარიზის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქი კოლომბე, რომლის თავზეც შვეულმფრენი დაფრინავს. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებულია კალაშნიკოვის ავტომატური იარაღითა და ხელყუმბარებით. მძევლის ამყვანს ჯერჯერობით კონკრეტული მოთხოვნები არ წამოუყენებია. უცნობია აქვს თუ არა მას კავშირი, 7-9 იანვარს პარიზში მომხდარ ტერაქტებში მონაწილე ისლამისტ ექსტრემისტებთან.

XS
SM
MD
LG