Accessibility links

logo-print

საპარლამენტო უმრავლესობა თანამდებობებიდან ოპოზიციის წარმომადგენელთა გადაყენებას აპირებს


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პარლამენტის სპიკერატიდან და საკომიტეტო თანამდებობებიდან "თავისუფალი დემოკრატების" გადაყენების საკითხის დასმას აპირებს. გარდა ამისა, საგანელიძე გეგმავს, მმართველი გუნდის წინაშე აჭარის კვოტით დამტკიცებული ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის თანამდებობიდან გამოწვევის საკითხიც დასვას. ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. როგორც საგანელიძე აცხადებს, "საპარლამენტო კვოტები, რომელიც არის უმრავლესობის, უნდა ჰქონდეს უმრავლესობას", რაც მისივე განმარტებით, ორ ვიცე-სპიკერსა და კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობებს ეხება.

XS
SM
MD
LG