Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პალესტინელთა ტერიტორიაზე საომარი დანაშაულის საქმეებს იძიებს


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებმა დაიწყეს გამოძიება, რომელიც ეხება შესაძლებელ საომარ დანაშაულს პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში. შედეგად შეიძლება ბრალი წაუყენონ ისრაელის ან პალესტინის წარმომადგენლებს. სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას თქმით, წინასწარი გამოძიება ჩატარდება სრულიად დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.პალესტინის ავტონომიის მთავრობა აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას. მან იანვარში მიმართა სასამართლოს, გამოიძიოს შესაძლო საომარი დანაშაული ღაზის სექტორში, სადაც ისრაელმა სამხედრო ოპერაციები განახორციელა. ისრაელმა, რომელიც არ აღიარებს სასამართლოს, დაგმო ეს განცხადება, როგორც „სკანდალური“. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ „გამოძიება მხოლოდ ისრაელის საწინააღმდეგო პოლიტიკური მოსაზრებით არის მოტივირებული და ვნებს ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას ტერორისგან“.

XS
SM
MD
LG