Accessibility links

logo-print

ობამამ კონგრესს მოუწოდა, არ დაუწესონ ახალი სანქციები ირანს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, კონგრესს მოუწოდა, თავი შეიკავოს ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებისგან, თეირანთან ბირთვულ სფეროში საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკების დროს. ობამას თქმით, თუ მას მაგიდაზე მეტი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს დაუდებენ, ის ვეტოს დაადებს მას, როცა მოლაპარაკება მიმდინარეობს ირანსა და მსოფლიოს ექვს სახელმწიფოს შორის. ობამას თქმით, თუ ირანი საბოლოოდ უარს იტყვის თანხმობა განაცხადოს და წარმოადგინოს საბუთი, რომ არ აპირებს მალულად ბირთვული იარაღის შექმნას, აშშ-ის კონგრესს ის მიმართავს, გააძლიეროს ზეწოლა. ბრიტანეთის პრემიერთან, დევიდ კამერონთან პრესკონფერენციაზე, თეთრ სახლში, ობამამ განაცხადა, რომ ირანთან დიპლომატიური შეთანხმების შანსი 50 პროცენტზე ნაკლებია. მაგრამ მოლაპარაკების ჩაშლის შანსი უფრო გაიზრდება, თუ კონგრესი ახლა მიიღებს ახალ სანქციებს თეირანის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG