Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შარლი ებდოს" დამაარსებელი: რედაქტორმა თანამშრომლები ძალით მიიყვანა სიკვდილამდე


საფრანგეთის ყოველკვირეული სატირული ჟურნალის, "შარლი ებდოს" ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ანრი რუსელმა, ჟურნალის მოკლული რედაქტორი, სტეფან შარბონიე დაადანაშაულა იმაში, რომ მან, როგორც ანრი რუსელმა დაწერა, წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებით „ძალით მიიყვანა სიკვდილამდე“ ჟურნალის თანამშრომლები. შარბონიე და კიდევ 11 პირი, მათ შორის რვა ჟურნალისტი, 7 იანვარს ტერორისტებმა დახოცეს ჟურნალის რედაქციის შენობაში. 80 წლის ანრი რუსელმა, რომელმაც პირველი ნომერი გამოსცა 1970 წელს, ღია წერილი დაწერა მკვლელობის შემდეგ და მიმართა შარბონიეს, მართლაც დამნაშავედ გთვლიო. მოკლულ მთავარ რედაქტორზე ის იქვე ამბობს, რომ საოცარი კაცი იყო, მაგრამ ამავე დროს ჯიუტი. შარლი ებდოს ადვოკატმა, რიშარ მალკამ რუსელის კრიტიკა უარყო და მას "შხამიანი" და "სადავო" უწოდა.

XS
SM
MD
LG